ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლოა თქვენს შეკითხვაზე უკვე გვქონდეს პასუხი
შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ 25 ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა

1.  როდის იწყება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია დაიწყო 2024 წლის 20 მარტს 10:00 საათზე.

2.  როდის სრულდება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია დასრულდება 2024 წლის 26 აპრილს 18:00 საათზე.

3.  რომელი კლასის მოსწავლე შეუძლია რეგისტრაცია?

რეგისტრაცია შეუძლიათ მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით  სკოლის მოსწავლეებს.

4.  პროექტი ხორციელდება მხოლოდ თბილისში თუ რეგიონებიდანაც შეიძლება რეგისტრაცია?

პროექტში რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც თბილისის, ისე სხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებს.

5.  შესაძლოა მონაწილეს შეხვდეს ისეთი საგნიდან შეკითხვა, რომელსაც ჯერ არ სწავლობს?

მონაწილეებს შეხვდებათ ტესტი, მხოლოდ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“ მიერ დამტკიცებული ეროვნული საგანმანათლებლო გეგმის შესაბამისად.

სკოლებში „ისტორია/ჩვენი საქართველო“ საგნის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან,
შესაბამისად აღნიშნული საგნის კითხვები შეუძლებელია შეხვდეთ მე-4 ან მე-3 კლასელებს, ვინაიდან აღნიშნული კლასის მოსწავლეები ამ საგანს ფიზიკურად არ სწავლობენ.

აღნიშნული წესი ვრცელდება ყველა სხვა საგანზე, შესაბამისად მონაწილეს შეხვდება მხოლოდ ის პროგრამა, რომელსაც სწავლობს.

6.  რომელი საგნებიდან იქნება შეკითხვები?

მე-3; მე-4 კლასელებს შეიძლება შეხვდეს შემდეგი საგან(ებ)ი:

მე-5 კლასიდან მოსწავლეს, ზემოხსენებულ საგნებთან ერთად ასევე შეიძლება შეხვდეს შემდეგი საგან(ებ)ი:

მე-7 კლასიდან მოსწავლეს, ზემოხსენებულ საგნებთან ერთად ასევე შეიძლება შეხვდეს შემდეგი საგან(ებ)ი:

მე-8 კლასიდან მოსწავლეს, ზემოხსენებულ საგნებთან ერთად ასევე შეიძლება შეხვდეს შემდეგი საგან(ებ)ი:

მე-9 კლასიდან მოსწავლეს, ზემოხსენებულ საგნებთან ერთად ასევე შეიძლება შეხვდეს შემდეგი საგან(ებ)ი:

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა კონკრეტული საგნიდან მონაწილეს შეკითხვა საერთოდ არ შეხვდეს...
მაგალითად თუ მონაწილე არის მე-6 კლასში მას შეიძლება შეხვდეს შეკითხვები შემდეგი საგნებიდან:

მუხედავად მე-6 კლასისთვის განსაზღვრული საგნების სიისა „ისქულის“ ოლიმპიადაზე შესაძლოა  მე-6 კლასელს საერთოოდ არ შეხვდეს შეკითხვა მატემატიკიდან...

7.  რამდენი შეკითხვა იქნება სულ და რამდენ ქულიანია ტესტი?

როგორც I,  ასევე II და III ტურში მონაწილეს ხვდება 30 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი;
ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100.

8.  კონკრეტული საგნიდან რამდენი შეკითხვა იქნება?

„ისქულის“ ოლიმპიადაზე კონკრეტული საგნიდან შეკითხვების რაოდენობა არ არის განსაზღვრული.
ჯამურად მონაწილეს შეხვდება 30 შეკითხვა, რომლებიც კლასის შესაბამისი საგნებიდან იქნება შედგენილი.

ოლიმპიადის მთავარი მიზანია,  გამოვლინდნენ „საქართველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები“...

მთავარი მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ მონაწილემ წინასწარ იცოდეს რომელი საგნიდან და კონკრეტული საგნიდან რამდენი შეკითხვა შეხვდება, რადგან „საქართველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები“ მზად უნდა იყვნენ, გაუმკლავდნენ ნებისმიერი რაოდენობის შეკითხვებს ნებისმიერი საგნიდან...

9.  რამდენი ქულაა საჭირო, რომ მონაწილე გადავიდეს შემდეგ ტურში?

II ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 60 ქულის შეგროვება I ტურში;
III ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 80 ქულის შეგროვება II ტურში.

10.  რამდენი წუთია განსაზღვრული ტესტზე სამუშაოდ?

ოლიმპიადის I ტურის ტესტის დასაწერად განსაზღვრულია მაქსიმუმ 60 წუთი;
ოლიმპიადის II ტურის ტესტის დასაწერად განსაზღვრულია მაქსიმუმ 45 წუთი;
ოლიმპიადის III ტურის ტესტის დასაწერად განსაზღვრულია მაქსიმუმ 45 წუთი;

11. რით განსხვავდება I ტური II ტურისგან?

I და II ტურები განსხვავდება ტესტის სირთულის მიხედვით:
I ტური არის შესარჩევი ეტაპი, II ტურთან შედარებით არის მარტივი;
II ტური არის ნახევარფინალი და ტესტის სირთულეც შესაბამისად იზრდება.

ასევე I და II ტურები განსხვავდება ტესტზე სამუშაო დროის მიხედვით:
I ტურში მონაწილეს აქვს 30 შეკითხვა და 60 წუთი;
II ტურში მონაწილეს აქვს 30 შეკითხვა და 45 წუთი.

ასევე I და II ტურები განსხვავდება  შემდეგ ტურში გადასასვლელი ქულათა ბარიერით:
I ტურიდან II ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 60 ქულა;
II ტურიდან III ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 80 ქულა.

! სხვა ტიპის განსხვავება ტურებს შორის არ არის !

12. რა ფორმატით ტარდება ოლიმპიადა?

ოლიმპიადა ტარდება საერთაშორისო საგამოცდო, შეფასებისა და დაკვირვების პორტალი LMS ის გამოყენებით დისტანციურად.

13. როგორ ხდება დაკვირვება?

ოლიმპიადის მსვლელობისას სრულად ხდება კონტროლი, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩაწერის მეშვეობით, რომელიც „ისქულის“ ადმინისტრაციას გადაეცემა  LIVE ჩანაწერის სახით. ასევე, დამატებით ინახება ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელსაც საგამოცდო-სადამკვირვებლო ჯგუფი გადახედავს ხელახლა და მოიკვლევს ადგილი ხომ არ ჰქონდა ქულების არასამართლიან განაწილებას.
ოლიმპიადაში ჩასართავად მონაწილე ვალდებულია ჩართოს ვებ-კამერა და მიკროფონი, რასაც სისტემა მონაწილეს ავტომატურად მოსთხოვს.

14. თუ გამოვლინდა გადაწერის შემთხვევა რა ხდება ამ შემთხვევაში?

ვიდეო-აუდიო დაკვირვებისას თუ გამოვლინდა ქულების არასამართლიანი გადანაწილება მონაწილე მოიხსნება სასკოლო ოლიმპიადიდან.
მონაწილეს დისკვალიფიკაციის შესახებ ეცნობება ელექტრონულად SMS და ელ-ფოსტის მეშვეობით.

15. თუ მონაწილე არასამართლიანად მოიხსნა ოლიმპიადიდან რა ხდება ამ შემთთხვევაში?

მონაწილეს, რომელსაც დაუფიქსირდება ქულების არასამართიანი მიღება (გადაწერა ან ა.შ) ეცნობება ელექტრონულად, თუ მონაწილე არ ეთანხმება შეფასებისა და მონიტორინგის კომისიას და თვლის, რომ არასამართლიანად არის მოხსნილი ოლიმპიადიდან, უფლება აქვს მიმართოს „ისქულის“ სააპელაციო ჯგუფს.

სააპელაციო ჯგუფი ინდივიდუალურად განიხილავს ყველა მონაწილის განცხადებას და 10 დღის განმავლობაში მტკიცებულებასთან ერთად წარუდგენს მონაწილეს ოლიმპიადიდან მოხსნის მიზეზს (როგორც იცით მიმდინარეობს ვიდეო-აუდიო მონიტორინგი),
სააპელაციო განაცხადის არ დაკმაყოოფილების შემთხევაში კი სააპელაციო კომისია ვალდებულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერიდან მონაწილეს ანახოს ის ფრაგმენტი სადაც ფიქსირდება გადაწერის ან ქულების არასამართლიანი დაგროვების და სხვა სახის მცდელობა.

თუ სააპელაციო კომისია მონაწილეს ვიდეო-აუდიო მტკიცებულებას არ წარუდგენს მონაწილის სააპელაციო განაცხადი ავტომატურად დაკმაყოფილებულია და მონაწილეს მოეხსნება დისკვალიფიცირებულის სტატუსი და გააგრძელებს ასპარეზობას პროექტში.

16. სააპელაციო კომისიას მხოლოდ ოლიმპიადიდან მოხსნის თაობაზე შემილია მივმართო?

სააპელაციო კომისიას შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც ოლიმპიადიდან შესაძლო არასამართლიანი მოხსნის თაობაზე განცხადების გადასინჯვასთან დაკავშირებითთ, ასევე სააპლაციო კომისიას შეგიძლიათ მიმართოთ თუ არ ეთანხმებით „ისქულის“ ოოლიმპიადაში დაფიქსირებულ შედეგს.

17. რომელ ტურებში ხდება ვიდეო-აუდიო დაკვირვება?

ვიდეო-აუდიო დაკვირვება ხდება „ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადის სამივე ტურში.

18. რა პროგრამით უნდა შემოვიდე ტესტირებისას?

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადას არ სჭირდება რაიმე დამატებითი პროგრამა, შეგიძლიათ მოობილურით ან კომპიუტერით მარტივად შემოხვიდეთ GOOGLE CHROME ის ან სხვა ინტერნეტ ბრაუერის მეშვეობით.

19. შემიძლია პროექტში ჩავერთო ტელეფონით?

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეგიძლიათ, როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით, პლანშეტით, ლეპტოპით ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობით.
მთავარია მოწყობილობას ჰქონდეს მიკროფონი და კამერა.

20. როგორ დავრეგისტრირდე პრექტში?

პროექტში რეგისტრაციისათვის აუცილებელია:
1) ეწვიოთ „ისქულის“ ოფიციალურ ვებ-საიტს -> WWW.ESCHOOL.EDU.GE
2) საიტის მთავარ მენიუში დააკიკოთ ღილაკს რეგისტრაცია
3) სარეგისტრაციო ფორმაში შეიყვანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია
4) რეგისტრაციის დასრულებიდან 2-3 დღის განმავლობაში მიიღებთ შეტყობინებას მონაწილეობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
5) აუცილებელია დროოულად გადაიხადოთ მონაწილეობის საფასური;
6) მონაწილეობის საფასურის გადახდიდან 2-3 დღეში მიიღებთ შეტყობინებას რეგისტრაციის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

21. რომელ ტურში გაიცემა სერტიფიკატი?

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადი, როგორც I, ასევე II და III ტურებში გაიცემა სხვადასხვა სინჯის სერტიფიკატები.

I ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა „საკვალიფიკაციო ეტაპზე“ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი PDF დოკუმენტის სახით, რომელიც სურვილის შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია ამობეჭდოს.

II ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა „ნახევარფინალურ ეტაპზე“ მონაწილეობის დამადასტურებელი საერთაშორისო სტანდარტის ელექტრონული სერტიფიკატი PDF დოკუმენტის სახით, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია ამობეჭდოს.

III ტურის ყველა მონაწილეს საკუთარ სკოლაში გადაეგზავნება საერთაშორისო სტანდარტის, ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც დამოწმებულია ორგანიზაციის ბეჭდით QR კოდით და უნიკალური ID ნომრით.

ასვე პროექტის III ტურის მონაწილეები რეიტინგული სიით 5 მოსწავლე ერთი კლასიდან მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის მქონე ორენოვან დიპლომს ტიტულით „საქართთველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლე“.

22. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ საჩუქრებს?

კლასიდან 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე მიიღებს სხვადასხვა სახის საჩუქრებს.
პრიზების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დააკლიკეთ აქ 

23. როდის ჩატარდება ოლიმპიადა?

ოლიმპიადის განრიგის სანახავად გთხოოვთ დააკლიკოთ აქ 

24. რა არის პროექტში მონაწილეობის საფასური?

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადების საფასური შემდეგნაირია:
I ტურის საფასური შეადგენს 15 ლარს:
II ტურის საფასური შეადგენს 20 ლარს;
III ტური არის სრულიად უფასო.
გაითვალისწინეთ, რომ „ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადა არის კომბინირებული და სხვა ოლიმპიადებთან შედარებით არ გიწევთ სათითაოდ 2-3-4 ან მეტი საგნის არჩევა და თითოეულ მათგანში თანხის გადახდა.

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადების I ტურის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 15 ლარია, მე-2 ტურის საფასური კი 20 ლარი.

25. როგორ ხდება პროექტში მონაწილეობის თანხის გადახდა?

ისქულის პროექტში მონაწილეობის საფასურის გადასახდელად დააკლიკეთ აქ 


გისურვებთ წარმატებას