​​

ინფორმაცია eSchool ის შესახებ


„eSchool“ წარმოგიდგენთ
სასკოლო ოლიმპიადების მე-7 სეზონს.

განსხვავებით სხვა სასკოლო ოლიმპიადებისგან, ისქულის ოლიმპიადა არ ტარდება საგნების მიხედვით.

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადის მთავარი მიზანია, გამოავლინოს საქართველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები კლასების მიხედვით.

საგნების მიხედვით „საუკეთესო სკოლის მოსწავლის“ ტიტულის გაცემა დაუშვებელია.
თუ მოსწავლეს აქვს ამბიცია იმისა, რომ გახდეს „საქართველოს საუკეთესო სკოლის მოსწავლე“, იგი არ უნდა უშინდებოდეს არცერთ სასკოლო საგანს, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თავი გაართვას ნებისმიერი საგნიდან დასმულ ნებისმიერ შეკითხვას
(რა თქმა უნდა შეკითხვის და საგნის დონე უნდა შეესაბამებოდეს მის კლასსა და ასაკს).

ნაცვლად იმისა, რომ გამოვავლინოთ, რომელი მოსწავლე უფრო კარგად სწავლობს მათემატიკას, ისტორიას ან ა.შ...
უმჯობესია, გამოვავლინოთ მოსწავლეები:
რომლებიც სწავლობენ ყველა საგანს კარგად,
რომლებიც არ უშინდებიან არცერთ საგანს,
რომლებიც მზად, არიან ნებისმიერ საგნის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხონ სწორად...

ისქულის სასკოლო ოლიმპიადების ელექტრონული ტესტირების სისტემა ადაპტირებულია:


ტესტირების პორტალში ჩასართავად საჭიროა ზემოაღნიშნული მოწყობილობებიდან ერთ-ერთი.
ასევე ტესტირებაში ჩასართავად აუცილებელია, თქვენს მოწყობილობას ჰქონდეს კამერა და მიკროფონი,
ასევე ტესტირების სისტემაში ჩასართავად აუცილებელია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. 

ტესტირების პორტალი იგზავნება ლინკის სახით და ის შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერ ინტერნეტ ბრაუზერში:

(GOOGLE CHROME, FIREFOX, SAFARI, OPERA, MICROSOFT EDGE ან სხვა).

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ერთ-ერთ უპირატესობაა, რომ მოსწავლეს არ უწევს სხვადასხვა საგანში რეგისტრაცია, დამოუკიდებლად სხვადასხვა საგნის ოლიმპიადისთვის მომზადება და ა.შ...

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ერთ-ერთი უპირატესობაა ასევე ისიც, რომ ტესტირების პორტალი არის სრულად ელექტრონული, შესაბამისად, მონაწილეს არ უწევს სხვადასხვა რეგიონებში და რაიონებში გადაადგილება ტესტის შესასრულებლად.

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ელექტრონული ტესტირების სისტემა სრულად პასუხობს „კემბრიჯის უნივერსიტეტის“ მიერ შედგენილ ელექტრონული ტესტირების მოთხოვნებს:

ყოველივე ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმი დანერგილია მასზედ, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს თანაბარ კონკურენტულ გარემოში და რომელიმე მონაწილეს არ მიეცეს საშუალება, რომ არასამართლიანი გზებით დააგროვოს სხვა მოსწავლესთან შედარებით მაღალი ქულები.


ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ყველა ტურის დასრულების შემდეგ მომენტალურად ხელოვნური ინტელექტი აფასებს მოსწავლის ნაშრომს და ყველა ტურის დასრულების შემდეგ მონაწილე იღებს საერთაშორისო სტანდარტის მქონე ოფიციალურ, ელექტრონულ სერტიფიკატს.


მე-3 ტურის დასრულების შემდეგ კი მონაწილეები სერტიფიკატებთან და დიპლომებთან ერთად იღებენ სხვადასხვა სახის ფასიან საჩუქრებს.